Accentnews.ge
ბელგიაში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც სასაფლაოზე მისი  სავარაუდოდ, ჯგუფურად გაუპატიურების კადრები ინტერნეტში გავრცელდა

ბელგიაში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც სასაფლაოზე მისი  სავარაუდოდ, ჯგუფურად გაუპატიურების კადრები ინტერნეტში გავრცელდა

03/06/2021 07:20:10 მსოფლიო

ბელგიაში, ქალაქ გენტში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც სასაფლაოზე მისი სავარაუდოდ, ჯგუფურად გაუპატიურების კადრები ინტერნეტში გავრცელდა.

ირკვევა, რომ გოგონა სასაფლაოზე მეგობრის შესახვედრად იყო მისული, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და სავარაუდოდ, ჯგუფურად გააუპატიურეს. გოგონამ თავი მომხდარიდან 4 დღის შემდეგ მოიკლა.

პოლიციამ გავრცელებული კადრებიდან 5 სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.

ბრალდებულებიდან სამი არასრულწლოვანია და მათი ასაკი 14 და 15 წელს შეადგენს, დანარჩენი ორი კი, 18-ისა და 19 წლის პირები არიან. ბელგიური მედიის ცნობით, ორი არასრულწლოვანი, რომლებიც დააკავეს, ძმები არიან.

ბელგიის მთავრობამ მომხდარს "სრული საშინელება" და "არაადამიანური ტრაგედია" უწოდა. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ვინსენტ ვან კიკერბორნმა პირობა დადო, რომ დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S