Accentnews.ge
ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

03/06/2021 07:15:46 მსოფლიო

ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამდენად, მთავრობის მსგავსად ფორმირების შემთხვევაში ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდება.

ოპოზიციამ შეთანხმებას დროის ამოწურვამდე 38 წუთით ადრე მიაღწია და ამის შესახებ პრეზიდენტსაც შეატყობინა.

ახალი მთავრობის დასამტკიცებლად ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის თანხმობა დასჭირდებათ.

კანონის მიხედვით, პარლამენტმა ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა ახალი მთავრობის შექმნის შესახებ ოფიციალურად შეტყობინებიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამართოს. ეს, შეიძლება, ორშაბათამდე (7 ივნისამდე) არ მოხდეს, რაც ნიშნავს, რომ კენჭისყრამ შესაძლოა 14 ივნისამდე გადაიწიოს.

ცნობისთვის: იმის გამო, რომ მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდებოდა, ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში არჩევნები ოთხჯერ ჩატარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S