კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ორ რეგიონში გამოვლინდა
03/06/2021 06:59:35 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 205 ადამიანი.
ოფიციალური მონაცემებით, ჩატარდა 28 191 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 183, „პისიარ“ ტესტით – 12 008.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95%, ბოლო 14 დღის – 3,16%, ბოლო შვიდი დღის – 2,91%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346 983 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 330 721 გამოჯანმრთელდა, 4 853 გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 155 538 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 158.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევების ქვეყნის მასშტაბით განაწილებას, მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა,
- აჭარა - 63,
- იმერეთი - 78,
- ქვემო ქართლი - 46,
- შიდა ქართლი - 32,
- გურია - 15,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76,
- კახეთი - 53,
- მცხეთა-მთიანეთი - 13,
- სამცხე-ჯავახეთი - 15,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც:
- 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 914, აჭარაში - 361, იმერეთში - 435.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის, თბილისში - 371, აჭარაში - 80, იმერეთში -148.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 15, იმერეთში - 14.
- 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 382 - თბილისში, 233- აჭარაში.
- 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


