ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
03/06/2021 05:29:17 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი ცნობით, ამერიკელ სენატორებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამრეკ შჩიგელი შეხვდა, რომელთან ერთადაც ისინი სოფელ ზემო ნიქოზისკენ გაემართნენ.
ცნობისთვის: ამერიკელი სენატორები საქართველოში 2 ივნისს ჩამოვიდნენ. აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. სენატორების ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.
იხილეთ ასევე: რა გზავნილები აქვთ ამერიკელ სენატორებს და ვის შეხვდებიან ისინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში


