კაცი, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას ხევში გადავარდა, გარდაიცვალა
02/06/2021 18:18:38 საზოგადოება
გალის რაიონში მცხოვრები გოჩა კორსანტია, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ მუჟავასთან ხევში გადავარდა, დღეს გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, კორსანტია დასავლეთ საქართველოდან თბილისში ოჯახის მოთხოვნით გადმოჰყავდათ სამკურნალოდ, რა დროსაც მას გული გაუჩერდა.
გოჩა კორსანტია 24 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლის მცდელობისას ხევში გადავარდა. ის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში.


