საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე: "ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა"
02/06/2021 13:39:04 ეკონომიკა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა.
„ყოველთვის ისმის კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი ლარის კურსზე. ჩვენი წარმოდგენით, ბუნებრივია, ეროვნული ბანკის მანდატიდან გამომდინარე, ის არის პასუხისმგებელი ინფლაციაზე, ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე. მიგვაჩნია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს მთავარი მანდატი როგორც ინფლაციასთან, ასევე ლარის კურსთან დაკავშირებით. არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია – ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კოვზანაძემ.


