Accentnews.ge
"დადასტურდა Novavax-ის 700 000 და Johnson&Johnson-ის 130 000-მდე დოზის მოწოდება"

"დადასტურდა Novavax-ის 700 000 და Johnson&Johnson-ის 130 000-მდე დოზის მოწოდება"

02/06/2021 13:34:28 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, COVAX პლატფორმამ დაადასტურა, რომ საქართველო დაახლოებით მესამე კვარტალში, Novavax-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 700 000 დოზას და Johnson&Johnson-ის 130 000-მდე დოზას მიიღებს.

"დაზუსტებულია უკვე, რომ ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზა "სინოფარმს" მიიღებს ქვეყანა, ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე დაახლოებით "ფაიზერის" მილიონი დოზის მიღება, და ასევე, დაახლოებით მესამე კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა დაახლოებით 700 000 Novavax და დაახლოებით 130 000-მდე Johnson&Johnson-ის დოზის მოწოდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების დიდი რაოდენობა ექნება და განსაზღვრულია მასობრივი ვაქცინაცია, რომ დღეში 15 000-16 000 ადამიანი აიცრას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S