კოკა-კოლა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
02/06/2021 13:23:31 საზოგადოება
კოკა-კოლა აცხადებს, რომ კომპანია არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას. მისი თქმით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვირუსული ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც თაღლითურად ხდება მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვება.
"ეს გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია კოკა–კოლა არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ დანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“,- ნათქვამია განცხადებაში.


