Accentnews.ge
გამყრელიძე: "მესამე ტალღის პიკი გადავლილია"

გამყრელიძე: "მესამე ტალღის პიკი გადავლილია"

02/06/2021 13:01:33 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის პიკი გადავლილია. თუმცა მისი თქმით, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული.

"ზოგადად, რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია და დღეს ჩვენ ქვეყანაში ეპიდსიტუაციას ტენდენცია გაუმჯობესებისკენ აქვს, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მით უმეტეს, რომ 1 ივნისიდან მთელ რიგი შეზღუდვები მოიხსნა. ქვეყენაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან და სხვადასხვა მოშორებული ქვეყნებიდან. აუცილებელია, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა, მკაცრად იქნეს დაცული", – აცხადებს გამყრელიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S