Accentnews.ge
სააკაშვილი – პოლიციელზე, რომელმაც "რიონის მცველებს" სოლიდარობა გამოუცხადა: "ბრძანებები არ უნდა შესრულდეს, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონიერებისა და ადამიანობის პრინციპებს"

სააკაშვილი – პოლიციელზე, რომელმაც "რიონის მცველებს" სოლიდარობა გამოუცხადა: "ბრძანებები არ უნდა შესრულდეს, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონიერებისა და ადამიანობის პრინციპებს"

02/06/2021 11:27:07 პოლიტიკა

"ბრძანებები არ უნდა შესრულდეს, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონიერებისა და ადამიანობის პრინციპებს", – ასე ეხმიანება ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველ ზურაბ ხმელიძის მიერ "რიონის მცვლებისთვის" სოლიდარობის გამოხატვის ფაქტს.

"მინდა, მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, პოლიციელსა და ჯარისკაცს. მინდა, მივესალმო იმას, რომ არ ასრულებთ უკანონო ბრძანებას იმის თაობაზე, რომ ხალხი არ შეუშვათ საკუთარ სახლში. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ ასეთი რამ არის შესაძლებელი?! აქ საუბარი არ რაის ჰესებზე, არაჰესებზე... აქ საუბარია ელემენტარულ ადამიანობის პრინციპებზე. მინდა, პოლიტიკოსებს ვუთხრა, ჰესებზე საკითხი კი არ დგას აქ, აქ დგას სახელმწიფოს ადამიანებთან დამოკიდებულების საკითხი. უკანონო ბრძანებები არ უნდა შესრულდეს თუ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონიერებისა და ადამიანობის პრინციპებს. სამართლიანობის მხარეს უნდა იდგეს ყველა განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ყოჩაღ, ჩვენს ოფიცრებს და მოვუწოდებ იგივე მიდგომისკენ ყველა სხვას, ვისაც აიძულებენ, უკანონო ბრძანებები შეასრულონ", – აცხადებს სააკაშვილი.

იხილეთ ასევე: შსს–ს გამომძიებელი: "სამსახურიდან მივდივარ, სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S