ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აირჩია
02/06/2021 11:13:00 მსოფლიო
ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია. მის კანდიდატურას 120-წევრიანი ქნესეთის 87-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ისრაელის მოქმედ პრეზიდენტ რევულენ რივლინის საპრეზიდენტო ვადა 9 ივლისს იწურება, რის შემდეგაც პოსტს ისააკ ჰერცოგი დაიკავებს. ჰერცოგი ამჟამად ისრაელში ებრაული სააგენტოს უფროსია. 2013-17 წლებში კი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი იყო.
აღსანიშნავია, რომ ისააკის მამა ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის მე-6 პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰერცოგს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „მე მას, ისრაელის მოქალაქეების სახელით, წარმატებას ვუსურვებ,“ - განაცხადა პრემიერმა.


