Accentnews.ge
პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

02/06/2021 09:59:04 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 8 ექიმს, 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

სულ 2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, პროფესიული განვითარების საბჭომ 54 საკითხი განიხილა და 93 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა.

„პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S