დავითულიანი – პოლიციელზე, რომელმაც "რიონის მცველებს" სოლიდარობა გამოუცხადა: "თუ რამე პრეტენზია აქვს, იჩივლოს"
02/06/2021 09:42:55 პოლიტიკა
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ სხვადსხვა მიზეზით სისტემას დღეში ასობით ადამიანი ტოვებს და იგი კაპიტან ხმელიძის განცხადებაში სისტემურ ან პოლიტიკურ პრობლემებს ვერ ხედავს.
მისი თქმით, შესაძლოა, ზურაბ ხმელიძე შინაგანად ემხრობა "ნამახვალჰესის" საწინააღმდეგო აქციის პათოსს და ამიტომ მიიღო შსს-დან წასვლის გადაწყვეტილება.
"სისტემას ტოვებს დღეში ასობით ადამიანი ზოგი რა მიზეზით, ზოგი რა მიზეზით. თუ რაიმე აქვს პრეტენზია სამართლებრივი, მიხედოს საქმეს, იჩივლოს. უკანონოდ ვიღებთ ბრძანებას რომ ამბობს, ამას სჭირდება დადასტურება, იქნებ უბრალოდ ემხრობა ამ "ნამახვანჰესის" საპროტესტო აქციას, ამისი შინაგანად მომხრეა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი",- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
იხილეთ ასევე: შსს–ს გამომძიებელი: "სამსახურიდან მივდივარ, სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს"


