
სპარსეთის ყურეში ირანის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გემი ჩაიძირა
02/06/2021 08:33:20 მსოფლიო
სპარსეთის ყურეში ირანის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გემი ჩაიძირა.
გემის ჩაძირვის მიზეზი ხანძრის გაჩენა გახდა, რომლის ჩაქრობას მეხანძრეები ოცი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
ხომალდზე ეკიპაჟის 400 წევრი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა და მხოლოდ რამდენიმეს აღენიშნება მსუბუქი დამწვრობები.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
სამხედრო გემი The Kharg დიდ ბრიტანეთში შეიქმნა 1979 წელს და ირანის სამხედრო საზღვაო ძალებს 1984 წელს შეუერთდა.