Accentnews.ge
თბილისში ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან

თბილისში ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან

02/06/2021 07:35:46 საზოგადოება

ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და არ არის გახსნილი მთლიანად, არის ტურისტების ნაკლებობაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. ვფიქრობ, ეს გარკვეული მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ჩვენი მხრიდან ამ ბიზნესისადმი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, კახა კალაძის თქმით, მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადასახადი და მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S