რა ეღირება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი მგზავრობა
02/06/2021 07:28:23 საზოგადოება
დედაქალაქის მერი კახა კახა კალაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელ საბაგიროთი სარგებლობისას გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება.
„სტუდენტებისთვის მგზავრობა არის უფასო და დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და ეს საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთოს გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ადამიანი, რომელიც მგზავრობს ავტობუსით, მეტროთი, ან მიკროავტობუსით საათნახევრის განმავლობაში, უფასოდ ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ეს საბაგირო. ბევრი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად არსებული საბაგიროთი. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ მოხდება საბაგიროს ტარიფის ინტეგრირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.


