Accentnews.ge
რომელი მიმართულებები ფინანსდება 100%-ით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით

რომელი მიმართულებები ფინანსდება 100%-ით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით

02/06/2021 07:08:37 საზოგადოება

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სახელმწიფოსგან 100%-ით რიგი მიმართულებები ფინანსდება.

მიუხედავად კატეგორიებისა, სახელმწიფოსგან 100%-ით ნაზღაურდება შემდეგი მიმართულებები:

  • მიზნობრივ ჯგუფებში შემავალი ბავშვებისა და მოზარდების გადაუდებელი სტაციონალური სერვისი, ახალშობილი ბავშვების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები.
  • ფინანსდება ბავშვების გეგმური ქირურგია 0-დან 6 წლამდე ბავშვებში, სადაც გეგმური ქირურგიული ოპერაციების წლიური ლიმიტია 15 ათასი ლარი.
  • ონკოქირურგიულ და კარდიოქირურგიულ ოპერაციებს სახელმწიფო 100-ით ფარავს. სხვა ქირურგიული ოპერაციები პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 80%-ით ფინანსდება.
  • 6-დან 18 წლამდე პირები (ლიმიტი 15 ათასი ლარი)
  • ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები 100%-ით სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება. სხვა ქირურგიული ოპერაციების ხარჯები 70%-ით იფარება.
  • ახლა ბავშვთა ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის ანაზღაურების სისტემა, რომელიც ასევე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამითაა გათვალისწინებული:
  • ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და სხივურ თერაპიას ყველა ბავშვს 100%-ით სახელმწიფო უფინანსებს.
  • ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის წლიური ლიმიტი 0-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის 23 ათასი ლარია.
  • ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის წლიური ლიმიტი 6-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის 20 ათასი ლარია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S