თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
02/06/2021 06:58:22 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 954 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 896 პირი გამოჯანმრთელდა, 30 პირი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 30 603 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 444, „პისიარ“ ტესტით – 12 159.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,23 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,8 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა,
- აჭარა - 82,
- იმერეთი - 99,
- ქვემო ქართლი - 67,
- შიდა ქართლი - 33,
- გურია - 9,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 88,
- კახეთი - 30,
- მცხეთა-მთიანეთი - 24,
- სამცხე-ჯავახეთი - 11,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც: 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 923, აჭარაში - 385, იმერეთში - 439. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 395, აჭარაში - 82, იმერეთში -157. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი, მათგან თბილისში - 148, აჭარაში - 15, იმერეთში - 15. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 380 - თბილისში, 234- აჭარაში. 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 465 პირი, აჭარაში - 2 240, იმერეთში - 1 374.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346150 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 329 516 პირი გამოჯანმრთელდა, 4834 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 149 191 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 251.


