Accentnews.ge
ბოლო ორ დღეში საქართველოში კორონავირუსით  61 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო ორ დღეში საქართველოში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა

02/06/2021 06:49:53 საზოგადოება

ბოლო ორ დღეში საქართველოში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა. დღე ღამის განმავლობაში დაავადებამ 30 პირი იმსხვერპლა, გუშინ –31.

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 954 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებისგან 896 პირი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ჩატარდა 30 603 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 444, „პისიარ“ ტესტით – 12 159.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,23 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,8 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346150 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 329 516 პირი გამოჯანმრთელდა, 4834 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 149 191 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 251.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S