ინდოეთში გათავისუფლებული პატიმრები ციხის დატოვებაზე უარს კორონავირუსის შიშის გამო აცხადებენ
02/06/2021 06:11:59 მსოფლიო
ინდოეთში გათავისუფლებული პატიმრები ციხის დატოვებაზე უარს კორონავირუსის შიშის გამო აცხადებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე, 21–მა მსჯავრდებულმა, რომელთაც შეწყალება შეეხოთ, განაცხადა, რომ ციხეში უფრო დაცულია, ვიდრე გარეთ.
მათი თქმით, ისინი საპყრობილეში საკვებითა და მედიკამენტებით არიან უზრუნველყოფილნი, ციხის დატოვების შემთხვევაში ნაკლებად სავარუდოა, რომ ეს პირობები კვლავ ჰქონდეთ.
რიგ შემთხვევაში მსჯავრდებულების თხოვნა გაითვალისწინეს და მათ ციხეში სასჯელის ვადის სრულ ამოწურვამდე დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე რთული ეპიდვითარება ამ დროისთვის ინდოეთშია.


