თბილისის ნაწილს დენი დღეს მთელი დღით გაეთიშება – ქუჩების ჩამონათვალი
02/06/2021 05:54:32 საზოგადოება
თბილისის ნაწილს დენი დღეს მთელი დღით გაეთიშება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
დენის მიწოდება შემდეგ ქუჩებს შეეზღუდებათ:
კრწანისის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას;
მთაწმინდის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, ჭონქაძის, ნიკო ლორთქიფანიძის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას;
ნაძალადევის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლინკას, გუდამაყრის, მუხრანის, ხორნაბუჯის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას;
ვაკის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას,
11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას;
სამგორის რაიონი – 12:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობას;
საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას;
გლდანის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის პირველი მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.


