საქართველოს დღეს სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ეწვევიან
02/06/2021 05:48:22 პოლიტიკა
საქართველოს დღეს ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ეწვევიან.
აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნული ვიზიტი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
"ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დღის წესრიგში", - განაცხადა ზალკალიანმა.
სენატორების ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.
იხილეთ ასევე: რა გზავნილები აქვთ ამერიკელ სენატორებს და ვის შეხვდებიან ისინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში


