Accentnews.ge
"ორჯერადი ვაქცინაცია 100%-ით იცავს მძიმე შემხთვევებისგან და გარდაცვალებისგან, სწორედ ესაა ვაქცინაციის მიზანი"

"ორჯერადი ვაქცინაცია 100%-ით იცავს მძიმე შემხთვევებისგან და გარდაცვალებისგან, სწორედ ესაა ვაქცინაციის მიზანი"

01/06/2021 19:05:32 საზოგადოება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე სრულად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებზე საუბრისას აცხადებს, რომ "ორჯერადი ვაქცინაცია 100%-ით იცავს მძიმე შემხთვევებისგან და გარდაცვალებისგან, სწორედ ესაა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზანი".

მისი თქმით, საქართველოს სტატისტიკა მიუთითებს, რომ ათას ადამიანში, ვინც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, შესაძლებელია, ორი-სამი დაინფიცირდეს განმეორებით.

„არც ერთი ვაქცინა, რომელიც საქართველოშია და რომელიც მსოფლიოში იწარმოება, არ არის 100%-ის ეფექტურობის. „ფაიზერი“ ყველაზე მაღალი ეფექტურობით ხასიათდება – 95%-ია, თუმცა არა 100%. ფაქტი, რომ ორჯერადად ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ადამიანს მაინც შეხვდეს კორონავირუსი, სრულებითაც არაა მოულოდნელი. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ორი რამ არის მნიშვნელოვანი, პირველი – ორი დოზა ვაქცინის გაკეთების შემდეგ ინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი. დღევანდელი ჩვენი სტატისტიკა უთითებს, ათას ადამიანში, ვინც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, შესაძლებელია, ორი ან მაქსიმუმ სამი ადამიანი დაინფიცირდეს განმეორებით, ძალიან დაბალი მაჩვენებლია, 0.2%-0.3%, როგორც განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. მეორე – ის, რომ თქვენ ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი დაგემართებათ, არ ნიშნავს, რომ თქვენ ინფექცია გექნებათ მძიმედ; არ ნიშნავს, რომ თქვენ საავადმყოფოში მოხვდებით, ეს არის ყველაზე მთავარი. ორჯერადი ვაქცინაცია 100%-ით იცავს მძიმე შემხთვევებისგან და გარდაცვალებისგან, სწორედ ესაა ვაქცინაციის მიზანი და არ ვიკეთებთ ვაქცინას იმისთვის, რომ არ დაგვემართოს. სასურველია, ასე არ მოხდეს, მაგრამ ძირითადი ამოცანაა, რომ არ დაგვემართოს ვირუსი მძიმე ფორმებში და ყველა ეს ვაქცინა გარდაცვალებისგან გვიცავს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S