Accentnews.ge
გოლეთიანი – მუკბანიანის დაკავებაზე: "ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია"

გოლეთიანი – მუკბანიანის დაკავებაზე: "ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია"

01/06/2021 18:53:01 საზოგადოება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი "რიონის ხეობის მცველის" ირაკლი მუკბანიანის დაკავების ფაქტს "კარგად დაგეგმილი პროვოკაციად" აფასებს.

მისი თქმით, ირაკლი მუკბანიანი სამართალდამცავებს არ დამალვია და არც ის იცოდა რომ ეძებდნენ.

როგორც გოლეთიან აცხადებს, პოლიციას არც "რიონის ხეობის მცველებისთვის" მიუმართავს.

„თუ მისი გამოძახება იყო საჭირო, ეთქვათ ჩვენთვის, ჩვენ ირაკლის დავუკავშირდებოდით და ვეტყოდით, რომ პოლიციაში მისულიყო. მიუვარდნენ საყულიაში სახლში რაღაც ჯგუფი, „ბანდა“ და ძალადობრივი მეთოდებით აიყვანეს ადამიანი. რა რეაქცია უნდა ჰქონოდათ ადამიანებს, რომლებმაც ეს ნახეს? ფაქტია, რომ სახეზეა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“, - განაცხადა გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ე.წ. ხმაურის აქციას განაგრძობენ. სოფელ გუმათში ისინი პროტესტს რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით ამ წუთებშიც გამოხატავენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი მუკბანიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ ასევე: დაკავებული "რიონის მცველის" ძმა: "მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოვიდა პირდაპირ ფეხებში სროლით"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S