ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოვაკის" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა
01/06/2021 15:00:18 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოვაკის" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა.
ჯანმო ქვეყნებს, ფონდებსა და შესყიდვების სააგენტოებს არწმუნებს, რომ აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს.
ცნობისთვის: 31 მაისის მონაცემებით, საქართველოში “სინოვაკით” აცრილია დაახლოებით 5 000 ადამიანი და ჯავშანი გაკეთებული აქვს 15 000-ს. ვაქცინის მარაგი არის, დაახლოებით, 50 000 პირველი აცრისთვის.


