მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაძაბულობა იყო
01/06/2021 14:38:00 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მოქალაქეები ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, დაძაბულობა იყო.
აქციის დაწყებიდან მალევე ადგილზე მივიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც კონტრაქციის მოწყობა სურდათ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროტესტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს პროვოკაციაა.
პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეები ადგილს განარიდა.
"ნინოწმინდის" ბავშვთა სახლში არსებულ ვითარებას გაეროს ბავშვთა ფონდი გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია, ნინოწმინდის პანსიონში მდგომარეობა შეამოწმოს. სახალხო დამცველს დაწესებულებაში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ.


