Accentnews.ge
ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა

01/06/2021 09:55:24 მსოფლიო

ჩინეთში, ჯიანგუს პროვინციაში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა, –იუწყება Reuters ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიაზე დაყრდნობით.

გამოცცემის ცნობით, ინფიცირებული 41 წლის კაცია, რომელიც სიმპტომების განვითარებისა და ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, 28 აპრილს კლინიკაში გადაიყვანეს. ვირუსი H10N3 კი მას 28 მაისს დაუდასტურდა.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ H10N3 ფრინველის გრიპის შედარებით ნაკლებად მძიმე შტამია, რომლის ფართო გავრცელების რისკი დაბალია.

ვირუსის გავრცელების წყარო ჯერ–ჯერობით უცნობია. იგი სავარაუდოდ, შინაური ფრინველისგან გავრცელდა. ეს H10N3-ის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S