Accentnews.ge
სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის თანამშრომლები გაიფიცნენ

სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის თანამშრომლები გაიფიცნენ

01/06/2021 09:44:41 საზოგადოება

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს თანამშრომლები გაიფიცნენ.

ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით,პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მათ ხელფასების მომატებას დაჰპირდა, თუმცა მიმდინარე თვეს ხელფასის იგივე რაოდენობა ჩაერიცხათ.

„ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სასულიერო სკოლის პედაგოგების გაფიცვის ამბავი არ არის ტელევიზიების გადასაწყვეტი, ჩვენი გადასაწყვეტია და თავად მივხედავთ“, – განაცხადა სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელმა და მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S