Accentnews.ge
სტოლტენბერგმა შოიგუს ხისტი პასუხი გასცა

სტოლტენბერგმა შოიგუს ხისტი პასუხი გასცა

01/06/2021 08:38:14 მსოფლიო

ნატო თავდაცვითი ალიანსია, სწორედ მოკავშირეების ნებამ და მზაობამ, ერთმანეთი დაეცვათ და კონფლიქტებისთვის თავი აერიდებინათ, შესაძლებელი გახადა ათწლეულების განმავლობაში ომებისთვის თავის არიდება და მშვიდობის შენარჩუნება ევროპაში, - განაცხადა მოკავშირე ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების 1 ივნისისთვის დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

«რუსეთმა მეზობლების წინააღმდეგ, საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ძალა გამოიყენა, აგრძელებს დონბასისა და მთლიანად უკრაინის აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას, ყირიმის უკანონო ანექსიას. მოწმენი ვიყავით რუსეთის დიდი სამხედრო წარმოდგენილობის ბარენცის, ბალტიის, შავ და ხმელთაშუა ზღვებში, ასევე ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ამიტომ გაზარდა ნატო-მ ძალების მზადყოფნა და გაშალა საბრძოლო ჯგუფები ალიანსის აღმოსავლეთში», - განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსეთის მიერ ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან დამატებით 20-მდე ახალი სამხედრო შენაერთისა და ნაწილის განთავსების განზრახვას ეხებოდა.

მან მოსკოვს ისიც შეახსენა, რომ რამდენიმე ბოლო წლის განმავლობაში რუსეთი აგრესიას დემონსტრირებდა, კერძოდ, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებდა თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებში - დაწყებული იარაღის ჩვეულებრივი სახეობებით, დამთავრებული ბირთვული შეიარაღებით.

«ნატო - ეს თავდაცვითი კავშირია, გამიზნული ყველა მოკავშირის დაცვასა და თავდაცვაზე. ჩვენ მზად ვართ კონფლიქტებისა და ომების ასარიდებლად, მაგრამ საუკეთესო გზა საამისოდ პოტენციური მოწინააღმდეგისთვის შემდეგი გზავნილია: თუ ის რომელიმე მოკავშირეს შეუტევს, ყველა სხვა მოკავშირე მას გვერდში ამოუდგება. სწორედ ასე ვიცილებთ თავიდან ომებს და ვინარჩუნებთ მშვიდობას», - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო რუსეთის მიმართ ორდონიან მიდგომას შეინარჩუნებს: ერთის მხრივ, შეკავებისა და თავდაცვის სისტემის გაძლიერებას გააგრძელებს, ხოლო მეორეს მხრივ - შინაარსობრივი დიალოგისკენ სწრაფვას.

«ჩვენ მეზობელ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობები გვსურს. მაშინაც კი, როცა ურთიერთობების გაუმჯობესება ვერ ხერხდება, ვცდილობთ, მოსკოვთან თუნდაც რთული ურთიერთობები შევინარჩუნოთ სამხედრო აქტივობის გამჭვირვალეობისა და შეიარაღებაზე კონტროლის მხრივ რისკების შესამჩირებლად. ამიტომაც ჩვენ გავაგრძელებთ ამ ორდონიან მიდგომას. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, თავდაცვითი ხასიათისაა. ინიციატივა «ნატო 2030» - ისიც იმის შესახებაა, სამომავლოდ როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ თავდაცვისა და შეკავების სისტემა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვით სიბრტყეში», - დასძინა ნატო-ს გენმდივანმა.

რუსული მედიის ცნობით, ორშაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყნის დასავლეთ სამხედრო ოლქში, უკვე არსებული ძალების გარდა, დამატებით 20-მდე ახალი შენაერთისა და ნაწილის ფორმირების გეგმა გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს "დასავლეთ სტრატეგიულ მიმართულებაზე ნატო-ს მოქმედების საპასუხოდ" დაიგეგმა.

14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი თემა ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცება და ალიანსის განვითარების კონცეფცია «ნატო-2030»-ის განხილვაა. ღონისძიების დღის წესრიგი პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით შეხვედრების გამართვას არ ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S