"ზღვაში ალბათ, არავინ მოგთხოვთ, ბულვარში თუ დადიხართ, პირბადე უნდა გეკეთოთ"
01/06/2021 07:58:28 საზოგადოება
"ზღვაში ალბათ, არავინ მოგთხოვთ, ბულვარში თუ დადიხართ, პირბადე უნდა გეკეთოთ", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირბადის ტარება ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაციაა.
"გასაგებია ახლა სოფელში, ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას. სანაპიროზე თუ ბანაობთ ზღვაში, ალბათ, არავინ არ მოგთხოვთ, მაგრამ ბულვარში თუ დადიხართ ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ", – განაცხადა გამყრელიძემ.


