
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
20/07/2019 04:15:37 სხვა, საზოგადოება
დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, შატბერაშვილის, რადიანის, მარუხის გმირთა და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, თევდორე მღვდლის, ფიფიების, ქურდიანის, გორის, ბაგრატიონის, ცემის, ზუგდიდის, ცაბაძის, იამანიძის, ფოთის, სოხუმის, მაიაკოვსკის, ვორონინის, მეტრეველის და ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.