საქართველოში ინდურის შემდეგ სამხრეთ აფრიკული შტამიც დადასტურდა
01/06/2021 07:33:25 საზოგადოება
საქართველოში ინდურის შემდეგ სამხრეთ აფრიკული შტამიც დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გამოვლინდა ერთი შემთხვევა. იგი საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც დუბაიში მოგზაურების ისტორია აქვს.
"გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ აფრიკული შტამის. ეს დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს მოგზაურობის ისტორიით დუბაიში, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია და არაფერი პრობლემა არ აქვს", – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ პაციენტის კონტაქტებიც გამოკვლეულია და მათ აფრიკული შტამი არ დადასტურებიათ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ქვეყანაში ინდური შატმის 5 შემთხვევა გამოვლინდა.


