Accentnews.ge
"კომენდანტის საათის" მოქმედების დრო შეიცვალა

"კომენდანტის საათის" მოქმედების დრო შეიცვალა

01/06/2021 07:25:24 საზოგადოება

"კომენდანტის საათის" მოქმედების დრო შეიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს", – განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე გავრცელდება.

დღემდე "კომენდანტის საათის" მოქმედების დრო 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S