სტიქიამ კახეთსა და ხარაგაულის სოფლებში მოსავალი გაანადგურა
01/06/2021 07:19:07 საზოგადოება
სტიქიამ კახეთსა და ხარაგაულის სოფლებში მოსავალი გაანადგურა.
ძლიერმა სეტყვამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხეხილი, ვენახი და ბაღები დააზიანა. პრობლემები ყველაზე მეტად ხევის, მოლითის, ხუნევის და ლეღვინის მოსახლეობას შეექმნა.
კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ მუნიციპალიტეტს ჯერ–ჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთის სოფლები: წინანდალი, ვანთა, ბუშეტი და ქვემო ხოდაშენი დააზარალა.
განადგურდა ვენახები, ხეხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩებიან:
„ასეთი ძლიერი ქარი არ გვახსოვს.ზედ სეტყვაც დაერთო და წარმოიდგინეთ, რას უზამდა ვენახს, როცა კაკალსაც კი გასცვივდა ნაყოფი. ახლა მზე რომ დახედავს, ვენახს უარესს უზამს. აღარც სიმინდი, პომიდორი და ლობიო შეგვარჩინა"
სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში თელავის მერიის მუდმივმოქმედი კომისია დილიდან მუშაობს და ზარალს ითვლის.


