თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
01/06/2021 07:00:58 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1233 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 1 002 პირი გამოჯანმრთელდა, 31 პირი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 32 930 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 831, „პისიარ“ ტესტით – 10 099.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,74%, ბოლო 14 დღის – 3,3%, ბოლო 7 დღის – 2,71%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა,
- აჭარა – 102,
- იმერეთი – 126,
- ქვემო ქართლი – 66,
- შიდა ქართლი – 65,
- გურია – 28,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89,
- კახეთი – 43,
- მცხეთა-მთიანეთი – 21,
- სამცხე-ჯავახეთი – 6,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 746, საიდანაც: 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 980, აჭარაში – 416, იმერეთში – 480. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 802 პირი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში – 88, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 16, იმერეთში – 19. 631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 – თბილისში, 248- აჭარაში. 7 408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – 0.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 299 პირი, აჭარაში – 2 181, იმერეთში – 1 573.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 345 196 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 328 620 პირი გამოჯანმრთელდა, 4 804 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 143 970 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 056.


