Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა

01/06/2021 06:56:23 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 31 ადამიანი იმსხვერპლა, გუშინ – 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 002 პირი.

ქვეყანაში ჩატარდა 32 930 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 831, „პისიარ“ ტესტით – 10 099.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,74%, ბოლო 14 დღის – 3,3%, ბოლო 7 დღის – 2,71%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 345 196 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 328 620 პირი გამოჯანმრთელდა, 4 804 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 143 970 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 056.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S