Accentnews.ge
მერკელი და მაკრონი დანიასა და აშშ-ს განმარტებებს სთხოვენ: "მიუღებელია, მოკავშირეები ერთმანეთზე ფარულ თვალთვალს ახორციელებდნენ"

მერკელი და მაკრონი დანიასა და აშშ-ს განმარტებებს სთხოვენ: "მიუღებელია, მოკავშირეები ერთმანეთზე ფარულ თვალთვალს ახორციელებდნენ"

01/06/2021 06:35:11 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დანიასა და აშშ-ს მოუწოდებენ, გააკეთონ განმარტებები ევროპელ მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით.

"მიუღებელია, მოკავშირეები ერთმანეთზე ფარულ თვალთვალს ახორციელებდნენ. ველოდებით, ახსნა–განმარტებებს. მოვითხოვეთ, რომ დანიელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია წარსული ფაქტების შესახებ. ველოდებით მათ პასუხებს", – განაცხადა მაკრონმა ფრანგულ-გერმანული მინისტერიალის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, მერკელმა აღნიშნა, რომ იგი მაკრონის პოზიციას ეთანხმება.

დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახური (FE) აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ევროპელ ლიდერებზე, მათ შორის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერზე ფარული თვალთვალის განხორციელებაში ეხმარებოდა, - ამის შესახებ ევროპული მედიასაშუალებების ერთობლივი გამოძიების შედეგებშია ნათქვამი.

გამოძიების შედეგების თანახმად, საუბარია 2013 წელზე მაშინ, როდესაც აშშ–ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა იყო, ხოლო ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S