რომელი შეზღუდვები იხსნება დღეიდან
01/06/2021 05:52:45 საზოგადოება
დღეიდან პამდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება.
კერძოდ, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ 25 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 1 ივნისიდან:
კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება
- „კვების ობიექტებს აქვთ უფლება, შაბათ-კვირას სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება. მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
სახმელეთო საზღვრები იხსნება
- „სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და „პისიარ“ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტი. ამასთან, არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვდითან დაკავშირებულ შემთხვევებსაც“, – განაცხადა ღიბრაძემ.
რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში
- შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს და ასე შემდეგ.
- "კომენდანტის საათი", რომელიც დილის 5 სთ–დან ღამის 11სთ–მდე მოქმედებს.


