Accentnews.ge
ნატო-ში ბელარუსის დიპლომატიური მისიის პერსონალს ალიანსის შტაბ-ბინაზე წვდომა ეზღუდება

ნატო-ში ბელარუსის დიპლომატიური მისიის პერსონალს ალიანსის შტაბ-ბინაზე წვდომა ეზღუდება

31/05/2021 14:28:35 მსოფლიო

ნატო-ში ბელარუსის დიპლომატიური მისიის პერსონალს ალიანსის შტაბ-ბინაზე წვდომა ეზღუდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენეალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, რომ ბელარუსის მისიის პერსონალს ნატო-ს შტაბ-ბინაზე წვდომა შევუზღუდოთ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბელარუსი ნატო-ს წევრი არ არის, თუმცა ქვეყანას ალიანსთან კავშირი 1992 წლიდან აქვს. ნატო-ში დიპლომატიური მისია კი 1998 წლიდან ჰყავს.

იხილეთ ასევე: Reuters - NATO​-მ ბელარუსის შესახებ განცხადება თურქეთის დაჟინებული მოთხოვნით შეარბილა

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S