Accentnews.ge
კალაძესა და ბახტაძეს საზეიმო ღონისძიებაზე პროტესტით დახვდნენ

კალაძესა და ბახტაძეს საზეიმო ღონისძიებაზე პროტესტით დახვდნენ

19/07/2019 19:24:42 სხვა, საზოგადოება

თბილისში, მრგვალ ბაღთან, სადაც თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტურებული ბაღი გახსნა, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა 20-21 ივნისის მოვლენები გააპროტესტა. მათ სიმბოლურად თვალზე ხელი ჰქონდათ აფარებული. მოგეხსენებათ, ეს ჟესტი იმის გამო, რომ აქცის დაშლისას მოქალაქეებს თვალები დაუზიანდათ, ანტისაოკუპაციო აქციის სიმბოლოს იქცა.  

როგორც აქტივისტებმა განმარტეს, კახა კალაძე არის პარტია “ქართული ოცნების”გენერალური მდივანი და პასუხისმგებლობა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე მანაც უნდა აიღოს.

ამასთამ აქტივისტები აცხადებენ, რომ სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება, ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს ყოველ დღე შეუქმნიან.

ცნობისთვის:  თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S