Accentnews.ge
“სინოვაკზე” რეგისტრაციისთვის თბილისში ადგილები 1 ივნისს დაემატება

“სინოვაკზე” რეგისტრაციისთვის თბილისში ადგილები 1 ივნისს დაემატება

31/05/2021 12:18:07 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა “სინოვაკზე” რეგისტრაციისთვის თბილისში ადგილები 1 ივნისს დაემატება.

"ვიცი, რომ თბილისში ადგილებთან დაკავშირებით პრობლემები იყო, მაგრამ ადგილები ხვალიდან კიდევ დაემატება, ადამიანებს გაუადვილდებათ ჩაწერა", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, “სინოვაკით” ამ დროისთვის აცრილია დაახლოებით 5 000 ადამიანი და ჯავშანი გაკეთებული აქვს 15 000-ს. ვაქცინის მარაგი არის, დაახლოებით, 50 000 პირველი აცრისთვის.

გამყრელიძის განცხადებით, “სინოფარმის” დიდი პარტია შემოვა ივნისის ბოლოს, ხოლო “ფაიზერს” ქვეყანა მესამე კვარტალში მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S