საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 44.8% შეადგინა
31/05/2021 07:44:28 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი შეფასებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 44.8% შეადგინა.
როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომომპოვებითი მრეწველობის გარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელთა საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა: დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის და დასაწყობების საფინანსო საქმიანობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.
მისივე თქმით, 2021 წლის აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 70%-ით, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 61%-ით, იმპორტი კი გაიზარდა 56%-ით.
"2021 წლის იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი გაზრდილია 20%-ით, იმპორტის მაჩვენებელი, კი 10%-ით", – დასძინა მან.


