Accentnews.ge
ივნისის შემდეგ შესაძლოა, პირბადის ტარება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო

ივნისის შემდეგ შესაძლოა, პირბადის ტარება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო

31/05/2021 11:31:06 საზოგადოება

ივნისის შემდეგ შესაძლოა, პირბადის ტარება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირბადის გამოყენების ვალდებულება მოსახლეობას მაგალითად, ტრანსპორტის გაჩერებებზე და დიდ ქუჩებზე ექნებათ, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს.

"რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო იოლი და ყველაზე ძლიერი საშუალება ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკის, ამიტომ ჯერჯერობით მისი გამოყენების აუცილებლობას ვტოვებთ. ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ. თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებზე, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S