
მედია – თურქეთმა ფეთჰულა გიულენის ძმისშვილი დააკავა და ქვეყანაში იძულებით ჩაიყვანა
31/05/2021 10:42:01 მსოფლიო
თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა ფეთჰულა გიულენის ძმისშვილი სალაჰადინ გიულენი საზღვარგარეთ დააკავა და ქვეყანაში იძულებით ჩაიყვანა, – იუწყება თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu.
კონკრეტულად რომელ ქვეყანაში დააკავეს სალაჰადინ გიულენი ჯერ–ჯერობით უცნობია.
იგი "შეირაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით" ძებნილად იყო გამოცხადებული.
სალაჰადინ გიულენს ორგანიზაცია „ფეთოს“ ლიდერებთან, მათ შორის ე.წ. მრჩეველთა საბჭოს წევრებთან კავშირს ედავებიან.