Accentnews.ge
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

19/07/2019 17:35:05 სხვა, საზოგადოება

კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 ივლისს, 23:00 საათიდან 20 ივლისის დილის 08:00 საათამდე ეტაპობრივად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით ამსვლელ მონაკვეთზე და ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტისა და იოანე ვაკელის ქუჩების მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება. 

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამავე დროს, ერთი კვირით დაიკეტება ბუდაპეშტის ქუჩის მონაკვეთი (კანდელაკის ქუჩიდან ლისის ტბის მიმართულებით).

ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

თბილისის მერია შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S