
დუბლინიდან კრაკოვის მიმართულებით მიმავალმა Ryanair-ის თვითმფრინავმა ბერლინში ავარიული დაშვება განახორციელა
31/05/2021 10:26:15 მსოფლიო
Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც დუბლინი-კრაკოვის რეისს ასრულებდა, ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ბერლინის ფედერალური პოლიცია მივიდა. მათ თვითმფრინავის უსაფრთხოება შეამოწმეს, მაგრამ მათ ვერანაირი საფრთხე ვერ აღმოაჩინეს.
როგორც გერმანელი სამაღთალდამცველები აცხადებენ, მგზავრები პოლონეთის მიმართულებით გამგზავრებას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებენ.
თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია. გამოცემა Bild-ის ცნობით, რეისის გადამისამართება ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოხდა.