ნეთანიაჰუს პრემიერის თანამდებობაზე ჩანაცვლების შანსები იზრდება
31/05/2021 07:32:27 მსოფლიო
ისრაელში ოპოზიცია ერთიანი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს დათანხმდა, – იუწყება BBC. მისივე ცნობით, ოპოზიციას ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ვადა 2 ივნისამდე აქვს და წარმატების შემთხვევაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
მას შემდეგ რაც ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ცენტრისტული პარტიის ლიდერ იაირ ლაპიდთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს დათანხმდა, ნეთანიაჰუმ მემარჯვენე პოლიტიკოსებს მოუწოდა მხარი არ დაუჭირონ შეთანხმებას.
”ნუ შექმნით მემარცხენე მთავრობას - ასეთი მთავრობა საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას და მომავალს”,- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.


