თბილისი და ერთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
31/05/2021 06:54:53 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ თბილისში გამოვლინდა. კერძოდ, ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა,
- აჭარა – 43,
- იმერეთი – 27,
- ქვემო ქართლი – 22,
- შიდა ქართლი – 6,
- გურია – 6,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24,
- კახეთი – 13,
- მცხეთა-მთიანეთი – 8,
- სამცხე-ჯავახეთი – 6,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც:
- 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 060, აჭარაში – 400, იმერეთში – 503.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 403, აჭარაში – 104, იმერეთში -165.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 16, იმერეთში – 19.
- 658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 248- აჭარაში.
- 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 581 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 626 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.80%


