ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა 200-მდე მოსწავლე გაიტაცეს
31/05/2021 06:22:38 მსოფლიო
ნიგერიის ქალაქ თეგინას ისლამური სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა 200-მდე მოსწავლე გაიტაცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები სწავლობენ.
გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით მოსწავლეების გატაცების ფაქტები ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებში სულ უფრო ხშირდება.
წლის დასაწყისიდან დღემდე ნიგერიაში სხვადასხვა სკოლიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან 700-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტია გატაცებული. მარტის შემდეგ ქვეყანაში ამ მიზეზით 600 სკოლა დაიხურა.


