შემოსავლების სამსახური 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების მფლობელებს აფრთხილებს
31/05/2021 06:02:19 საზოგადოება
შემოსავლების სამსახური 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების მფლობელებს აფრთხილებს. კერძოდ, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხსენებულ პერიოდამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა დღეს იწურება.
"საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო გაფორმების პროცედურები და ვადები.


